6 გოლი 1 მატჩში: ,,კუნთი მქონდა გაწყვეტილი, ეს დიდი შრომის შედეგია
Aa
Aa

6 გოლი 1 მატჩში: ,,კუნთი მქონდა გაწყვეტილი, ეს დიდი შრომის შედეგია"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა და ლიგა 2 ფინიშთან მიდის.

მიმდინარე დღეს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, 35-ე ტურის შეხვედრები შედგა, რომელიც უხვგოლიანი გამოვიდა. 8 გოლი გავიდა საგარეჯოში, სადაც ადგილობრივმა გარეჯმა ჩიხურას უმასპინძლა (8-0). საინტერესო კი ის არის, რომ გარეჯის მხრიდან 6 გოლი ერთმა ფეხბურთელმა, გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ CrystalSport-ი გიორგის დაუკავშირდა.

გიორგი ხარებაშვილი (გარეჯი)

,,პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა გამარჯვებით დავასრულეთ, ასევე, რა თქმა უნდა, სასიახარულოა, რომ 6 გოლი სწორედ მე გავიტანე, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

რაც შეეხება ზოგადად სეზონს, შეიძლება ითქვას, რომ თამაში 10 ტურის შემდეგ დავიწყე, რადგან კუნთი მქონდა გაწყვეტილი, ამიტომ ვერც ვიფიქრებდი, რომ დღეს ასეთი შედეგი მექნებოდა. ეს რა თქმა უნდა, დიდი შრომის შედეგია. ამისთვის მადლობა ღმერთს. მადლობა ჩემს თანაგუნდელებსაც, თითოეული მათგანი ძალიან კარგია და რომ არა ისინი, ეს შედეგი არ მოვიდოდა.

სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, ჯერჯერობით, მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ბოლო მატჩშიც შედეგიანი ვიყო, ხოლო რა იქნება სამომავლოდ, ამას სიტუაცია გვიჩვენებს.

მადლობა დაინტერესებისთვის, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია".

35 ტურის შემდეგ, თენგიზ კობიაშვილის გარეჯს 50 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება გიორგის, 25 წლის ნახევარმცველმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

გარეჯის გარდა, სხვადასხვა დროს ხარებაშვილს შევარდენში, რუსთავში, გაგრასა და თელავში უთამაშია.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან ლიგა 3-ში სწორედ ჩიხურა გადაინაცვლებს, რომელსაც 35 ტურის შემდეგ მხოლოდ 10 ქულა აქვს.

ჩიხურაში პრობლემები ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში იყო. საჩხერის გუნდი 2020 წელს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან ლიგა 2-ში დაქვეითდა. გუნდიდან მთავარი მწვრთნელი, სოსო ფრუიძე წავიდა, ხოლო შემდეგ ჩიხურა ასევე შეელია ფეხბურთელების უდიდეს ნაწილსაც.

სოსო ფრუიძემ ყველაზე წარმატებული წლები სწორედ ჩიხურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა (2008-20). ამ პერიოდში იმერულმა გუნდმა საქართველოს თასი (2017) და სუპერთასი (2013) მოიგო. ასევე, ევროპა ლიგაზე არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,არ ვიცი, ამ გამარჯვებებში რომელს მეტი როლი ეკისრება -  გულშემატკივარს თუ ფეხბურთელებს
,,არ ვიცი, ამ გამარჯვებებში რომელს მეტი როლი ეკისრება - გულშემატკივარს თუ ფეხბურთელებს"