Aa Aa
25 ნოემბერი 2021  |  01:18

ოფიციალურად: ჭიკაძე კატარის წინააღმდეგ იჩხუბებს

UFC 2022 წლის პირველი ღონისძიების მთავარი მოვლენა 15 იანვარს კელვინ კატარისა და გიგა ჭიკაძის დაპირისპირება იქნება!

ამის შესახებ UFC-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი წერს.

ამრიგად, ჭიკაძისა და კატარის ბრძოლა 15 იანვარს გაიმართება და ღონისძიების ჩატარების ადგილი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ამ მომენტისთვის გიგა ჭიკაძე დივიზიონის რეიტინგში მერვე ადგილზეა, ხოლო კელვინ კატარი მეხუთეზე.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძის ანგარიშზე 14 გამარჯვებაა. „ნინძას“ UFC-ში 7-დან 7 ბრძოლა აქვს მოგებული და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს. კატარს რაც შეეხება, ამ უკანასკნელის ბალანსზე 22 მოგება და 5 მარცხია. კატარმა ბოლო ბრძოლა 2021 წლის იანვარს გამართა და მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდა, რომელთანაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage
საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველომ მზადება დაიწყო