Aa Aa
24 ნოემბერი 2021  |  21:33

მოლაპარაკებები დაწყებულია - ბარსა ზამთარში კაბრალის შეძენას გეგმავს

„ბარსელონა“ იანვარში „ბაზელის“ ფორვარდის არტურ კაბრალის შეძენას გეგმავს. ესპანური Sport-ის ცნობით, 23 წლის თავდამსხმელის თაობაზე კატალონიელებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

ფეხბურთელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომ შვეიცარიული კლუბი მზადაა გაუშვას ის, რათა ტრანსფერისგან ფული გამოიმუშაოს. გარიგების თანხად 15-20 მილიონ ევრო სახელდება.

წყაროს ცნობით, თავად ბრაზილიელი „ბარსელონაში“ გადასვლით დაინტერესებულია.

კაბრალი შვეიცარიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ამჟამად მის ანგარიშზე 13 მატჩში 13 გოლია. ის ასევე კონფერენს ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ - 10 მატჩში 10 გოლი. ჯამში "ბაზელში" ბრაზილიელის ანგარიშზე 99 მატჩში 61 გოლი და 17 საგოლე პასია.

ჩავიმ კლუბს ზამთარში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება მოსთხოვა. ესპანელი სპეციალისტი ძირითადად შეტევის გაძლიერებას ითხოვს. კატალონიელები რაჰიმ სტერლინგსა და კინგლის კომანს აქტიურად აკვირდებიან, თუმცა იანვარში მათ შესაძენად დიდი ალბათობით საკმარისი ფინანსები არ ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage
MARCA: მბაპეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ზაფხულში რეალში გადავა