გენტმა პარტიზანთან წონასწორობა ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემით აღადგინა
Aa
Aa

გენტმა პარტიზანთან წონასწორობა ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემით აღადგინა

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში გენტმა პარტიზანს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით - 1-1 დასრულდა.

მე-80 წუთამდე შეხვედრას სერბეთის წარმომადგენელი იგებდა, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ჩაკვეტაძემ  თანაგუნდელს, ნიდერლადენლ ფორვარდ ტარიქ ტისუდალს გაატანინა და ამით გენტმა შეხვედრის გადარჩენა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ გიორგი სასატარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მოედანზე მხოლოდ 72-ე წუთის მიმდინარეობისას გამოჩნდა, თუმცა შედეგიანად.

გენტისთვის აღნიშნული ფრე კატასტროფას არ ნიშნავს, რადგანაც 4 მატჩის შემდეგ, საკუთარი, B ჯგუფის ლიდერია, 10 ქულა აქვს და მის ანგარიშზე 3 გამარჯვება, 1 ფრე, 0 მარცხია, 5 გატანილი და 1 გაშვებული გოლია.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში გენტის რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და აქტივში 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. 

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები