ჩაკვე სლოვანში მიდის
ჩაკვე სლოვანში მიდის
ხესე და ბერიძე ერთად
ხესე და ბერიძე ერთად
ჰალ სიტი გაძლიერდა
ჰალ სიტი გაძლიერდა
რენატომ პსჟ აირჩია
რენატომ პსჟ აირჩია
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს ჩაიბარებს
ბეილი MLS-ში წავიდა
ბეილი MLS-ში წავიდა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ევროპა უნდა დავიპყრო
ევროპა უნდა დავიპყრო
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
მალთაყვის სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება
Aa Aa
25 ოქტომბერი 2021  |  10:19

მალთაყვის სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ფოთში მდებარე მალთაყვის ნიჩბოსნობისა და კანოეს ყოფილი ბაზის ტერიტორიას ესტუმრა და იქ არსებული მდგომარეობა კანოეს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად შეაფასა.

სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ინფრასტრუქტურის სერიოზული დეფიციტი, ზოგიერთ შემთხვევაში კი სპორტული ბაზის პრაქტიკულად არარსებობა. ასეთ ფედერაციებს განეკუთვნება, სხვებს შორის, აკადემიური ნიჩბოსნობა და კანოე, სპორტის ოლიმპიური სახეობები, რომლებიც ნორმალური სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესის წარმართვას ძნელად ახერხებენ.

თეა წულუკიანის განცხადებით, სპორტის ამ სახეობებში საქართველოს ჰყავს ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელსაც ხელშეწყობა ესაჭიროება.

მინისტრის თქმით, ნიჩბოსნობისა და კანოეს ფედერაციების პრობლემები ორმაგად უსიამოვნოა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სპორტის ამ სახეობებში დიდი ტრადიციები ჰქონდა და ფოთში მდებარე მალთაყვის ბაზაზე მოსამზადებლად და საშეჯიბროდ ქართველ სპორტსმენებთან არაერთი ქვეყნის სპორტსმენები ჩამოდიოდნენ.

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მომავალი საბიუჯეტო წლიდან, სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის ჩართულობით შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ეტაპობრივად მოხდება მალთაყვის სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაცია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო