Aa Aa
24 ოქტომბერი 2021  |  09:26

მილუოკის გამარჯვება - მამუკელაშვილის მცირე დრო და უქულო მატჩი

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის ''მილუოკი ბაქსმა'' გასვლით შეხვედრაში ''სან ანტონიო სპურსი'' დაამარცხა (111-121). 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე თითქმის 6 წუთი გაატარა (5 წუთი და 49 წამი), ამჯერად მისი პროდუქტიულობის მაჩვენებელი დაბალი იყო, ქულა არ მოუპოვებია, ერთი ჯარიმა აიღო, საშუალო დისტანციიდან ერთხელ ისროლა, თუმცა არაზუსტად.

შეგახსენებთ, ''მაიამი ჰიტთან'' შეხვედრაში მამუკელაშვილმა 12 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 1 გადაცემა შეასრულა, თუმცა ''სან ანტონიოსთან'' საუკეთესო თვისებების გამოვლენისთვის მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. შედარებისთვის, ''მაიამისთან'' 27 წუთი ითამაშა, ''სან ანტონიოსთან'' კი მხოლოდ 5 წუთი და 49 წამი.

''მაიამისთან'' კარგი თამაშის შემდეგ მამუკელაშვილის მცირე სათამაშო დრო მოულოდნელი იყო, მით უმეტეს, რომ მის გუნდს ბრუკ ლოპესი, ბობი პორტისი და სემი ოჯელეი ვერ ეხმარებოდნენ.

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას გოგა ბითაძის ''ინდიანა პეისერსთან'' გამართავს, თუმცა ბითაძეს მთავარი მწვრთნელი რიკი კარლაილი არ ენდობა, ''ინდიანა პეისერსმა'' შინ ''მაიამი ჰიტი'' 102-91 დაამარცხა, 22 წლის ცენტრს არ უთამაშია.

გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდების დაპირისპირება 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage