ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "ინტერთან მატჩი არაფერს წყვეტს"

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „იუვენტუსი“ მოქმედ ჩემპიონს „ინტერს“ ესტუმრება. მატჩის წინ, „ბიანკონერის“ თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ალეგრიმ?

„ლამაზ საღამოს ველოდები, რადგან სტადიონზე 60 000 გულშემატკივარი იქნება. წინ ორი დიდი გუნდის დაპირისპირებაა. ჩემი გადმოსახედიდან, „ინტერი“ ისევ არის სკუდეტოს მოგების ფავორიტი. ვფიქრობ, ხვალინდელი დაპირისპირება ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება. რეალურად, ეს მატჩი ბევრს არაფერს წყვეტს. წინ კიდევ უამრავი შეხვედრაა.

დიბალა დაბრუნდა და ორჯერ ივარჯიშა. ახლოს ვართ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არგენტინელი ძალიან მჭირდება. ჯერჯერობით არ ვიცი რა ტაქტიკით ვითამაშებ. ამას ხვალ გადავწყვეტ. პრესაში ხშირად წერდნენ, რომ „ინტერის“ მწვრთნელი უნდა გავმხდარიყავი. სერიოზული არასდროს არაფერი ყოფილა. იუვეში ბედნიერი ვარ.“

სატურნირო მდგომარეობა

8 ტურის შემდეგ „ინტერი“ 17 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „იუვენტუსს“, „ბებერ ქალბატონს“ 14 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 24 ოქტომბრით თარიღდება და 22:45-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები