ორიდან - ორი | შავმა ლომმა რუსული ლოკომოტივი პენზა დაამარცხა
Aa
Aa

ორიდან - ორი | შავმა ლომმა რუსული ლოკომოტივი პენზა დაამარცხა

ორიდან - ორი ბონუს მოგება: პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა, „შავმა ლომმა“ მეორე შეხვედრა „ლოკომოტივი პენზას" წინააღმდეგ გამართა და კვლავ გაიმარჯვა. 

„შავმა ლომმა“ მეტოქე კომფორტული, 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 11-27 დაამარცხა, ხოლო პირველი ტაიმი - 6-22 მოუგო. დაპირისპირებაში ანგარიში გიორგი ბაბუნაშვილმა, ჯარიმით გახსნა.

აღსანიშნავია, რომ რუსული გუნდის რიგებში 5 ქართველი მორაგბე თამაშობდა.

„შავი ლომი" მომდევნო მატჩს კვლავ რუსულ კლუბ „ენისეისთან“ გამართავს. შეხვედრა 30 ოქტომბერს, სოჭში შედგება.

„შავი ლომი" აღმოსავლეთ კონფერენციაში „ენისეისთან" (რუსეთი), „ლოკომოტივი პენზასთან" (რუსეთი) და „თელავივ ჰითთან" (ისრაელი) თამაშობს. დასავლეთ კონფერენციაში „ბრიუსელს დევილზი" (ბელგია), „დელტა" (ნიდერლანდები), „ლუსიტანოს XV" (პორტუგალია) და „იბერიანზი" (ესპანეთი) მოხვდნენ.

თითოეული კონფერენციის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გადის, ფინალური შეხვედრა კი მაისშია დაგეგმილი.

ფოტო: რაგბის კავშირი

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები