ბაქოს გრანდ სლემზე საქართველო არასრული შემადგენლობით იასპარეზებს
Aa
Aa

ბაქოს გრანდ სლემზე საქართველო არასრული შემადგენლობით იასპარეზებს

5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ბუნებრივია, გულშემატკივარი ქართველ სპორტმენებსაც იხილავს, თუმცა ჩვენი ქვეყნის განაცხადი ამჯერად ოპტიმალური არ არის.

თავდაპირველ განაცხადს გამოაკლდნენ ლიდერები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.). საინტერესოა ისიც, რომ ცვლილება შეეხო ქალთა შემადგენლობასაც. თუ აქამდე ვიცოდით, რომ ბაქოში საქართველოს სახელით მარიამ ჯანაშვილსა და მზია ბებოშვილს (ორივე -52) უნდა ეასაპარეზათ, უკვე ცნობილია, რომ მომავალ ტურნიტზე არცერთ მათგანს აღარ ვიხილავთ.

თავდაპირველ განაცხადში არ იყვნენ ონისე სანებლიძე და მიხეილ ჯაფარიძე (-100), თუმცა შემადგენლობას ეს ორი ძიუდოისტი დაემატა. საბოლოო ჯამში კი, საქართველო ბაქო გრანდ სლემზე 10 სპორტსმენით წარსდგება:

60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი

66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

73 კგ - ჯუმბერ მელაძე 

81 კგ - თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი

90 კგ - ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი

100 კგ - ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე

აღსანიშნავია, რომ ტოკიო 2020-ის შემდეგ, ბაქოს გრანდ სლემი პირველი ტურნირი იქნება ლაშა ბექაურისთვის, რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში კიმონოზე ოქროს არშიით იასპარეზებს.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები