საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეები FIFA 22-ში - მამარდაშვილი მესამეა
Aa
Aa

საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეები FIFA 22-ში - მამარდაშვილი მესამეა

ცნობილმა გამოცემამ, Goal-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც FIFA 22-ის კარიერული რეჟიმის საუკეთესო ახალგაზრდა გოლკიპერები დაასახელა. „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მოწინავე პოზიციას იკავებს.

„მამარდას“ ამჟამინდელი რეიტინგი 75-ია, მისი პოტენციური რეიტინგი კი 83 გახლავთ და იგი მხოლოდ „გენკის“ კიპერს, მარტენ ვანდევორდტსა (87) და ქარის ქაციგავრიელს (83) ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილის გარდა, პოტენციური რეიტინგის გრაფაში 83 კიდევ 5 მეკარეს უწერია.

„გიორგი მამარდაშვილი FIFA 22-ის ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა გოლკიპერია, თუმცა ის სასტარტო შემადგენლობაში თამაშისთვის ასე თუ ისე მზადაა, რასაც ვალენსიას განაცხადში მისი ყოფნაც ადასტურებს“, - წერს Goal.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის საწყის ექვს ტურში 20 წლის ქართველმა მეკარემ ყველა მატჩი სასტარტოში ითამაშა, თუმცა მე-6 ტურში „სევილიასთან“ შეცდომები დაუშვა, არადამაჯერებელი იყო, რამაც მისი სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვება განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები