სლუცკი: „ხვიჩას გარშემო ადამიანები საკუთარ ამბიციებზე არ უნდა ფიქრობდნენ
Aa
Aa

სლუცკი: „ხვიჩას გარშემო ადამიანები საკუთარ ამბიციებზე არ უნდა ფიქრობდნენ"

დღეს, ყაზანის რუბინის მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის ინტერვიუ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა" გაავრცელა. საუბარი შეეხო ხვიჩა კვარაცხელიას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც მასთან დაკავშირებულმა სატრანსფერო ამბებმა გამოიწვია:

ის აჟიოტაჟი, რაც მისი გარემოცვის და აგენტის მხრიდან შეიქმნა, გადაჭარბებული გახლდათ, ვიდრე რეალური მოთხოვნა.

როდესაც საუკეთესო თამაშებს ატარებდა, ნებისმიერ დონეზე შეეძლო გამოსვლა, მაგრამ როგორც ბოლო დროს გამოიყურება, რუბინის სასტარტო შემადგენლობაშიც ვერ ითამაშებს. ადამიანები, ვინც გარშემო არიან, უნდა ფიქრობდნენ არა საკუთარ ამბიციებზე, არამედ, ძალიან ნიჭიერი ადამიანის მომავალზე, რომელიც ჯერ კიდევ არაა სტაბილური ფსიქიკის მქონე.

გვესმის, არწასვლას რამხელა ტკივილის მიყენება შეეძლო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ბრილიანტს, რომელსაც მტვერი უნდა მოვაცილოთ და არავის მივცეთ უფლება ჭუჭყში ამოსვაროს", - ლეონიდ სლუცკის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

თავად კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განმარტებით, რუბინს ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით 10 მილიონზე გაცილებით მეტი სურდა. რამდენიმე კვირის წინ, ჯუღელმა განმარტა, რომ აპრილის შუა რიცხვებში იუვენტუსთან მოსალაპარაკებლად ჩაფრინდი,  პარატიჩთან (კლუბის სპორტული დირექტორი)  წინასწარ კონტრაქტზე შეთანხმდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მან იუვენტუსი დატოვა, რამაც ტრანსფერზე გავლენა მოახდინა.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები