შესანიშნავი ჯარიმა | ოქრიაშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა - აპოელმა გაიმარჯვა
Aa
Aa

შესანიშნავი ჯარიმა | ოქრიაშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა - აპოელმა გაიმარჯვა

კვიპროსის ჩემპიონატში მე-6 ტურის შეხვედრა შედგა. ქართველი ლეგიონერების აპოელმა აჩნასს უმასპინძლა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. აპოელმა ანგარიშით - 2-1 გაიმარჯვა.

მატჩში ანგარიში აპოელმა ქართველი ლეგიონერის, თორნიკე ოქრიაშვილის სადებიუტო გოლით, შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით, პირველი ტაიმის მიწურულს, 45+1 წუთზე გახსნა, ხოლო მეტოქემ წონასწორობის აღდგენა 81-ე წუთზე შეძლო. ერთი შეხედვით, მატჩის სცენარი აღარ უნდა შეცვლილიყო, თუმცა 87-ე წუთზე აპოელმა გამარჯვების გოლის გატანა შეძლო და მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მატჩში, აპოელის მხრიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების სამივე ფეხბურთელი ჩაერთო (თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი, გიორგი ქვილითაია).

აღსანიშნავია, რომ კვიპროსის მიმდინარე სეზონში აპოელი არადამაჯერებლად გამოიყურება.

6 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 6 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები