მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

სამარცხვინო სიუჟეტი | ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებს შეკითხვების დასმის უფლება არ მისცა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელი სპეციალისტი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა, მაგრამ The Sun-ს, MEN-სა და The Mirror-ს უარი უთხრა.

ტენ ჰაგის მიხედვით, აღნიშნულმა გამოცემებმა „ქოვენთრისთან“ გამართული მატჩის შემდეგ, „წითელ ეშმაკებზე“ სამარცხვინო რეპორტაჟი გააკეთეს. „მანჩესტერისა“ და „ქოვენთრის“ შეხვედრა 3:3 დასრულდა და „იუნაიტედმა“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვა.

„შეფილდ იუნაიტედთან“ ჩანიშნულ დაპირისპირებამდე, ტენ ჰაგმა ჟურნალისტების რეაქციას, რომელიც მისი გუნდის თამაშს მოჰყვა, „სამარცხვინო“ უწოდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი დაუშვეს, მაგრამ შეკითხვების დასმის უფლება არ მისცეს. იგივე მოხდა „ბარნლისთან“ გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ტენ ჰაგი ჟურნალისტებს უპირისპირდება. დეკემბერში, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა 4 ჟურნალისტს, ინსაიდერული ინფორმაციების გავრცელების გამო, აკრძალვები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართულად 30 სიტყვა ვიცი“ | ვილი სანიოლის ინტერვიუ RMC Sport-თან
„ქართულად 30 სიტყვა ვიცი“ | ვილი სანიოლის ინტერვიუ RMC Sport-თან