მჭედლიძის დებიუტი ტორპედოში - დინამომ მინიმალური სხვაობით მოიგო
Aa
Aa

მჭედლიძის დებიუტი ტორპედოში - დინამომ მინიმალური სხვაობით მოიგო

Crystalbet ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. კახა ცხადაძის გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და საჩემპიონო მარათონს არ გამოეთიშა.

მატჩი აქტიურად მოქმედმა ჩემპიონმა დაიწყო და უკვე მე-8 წუთზე სპორკსლედიმ გახსნა. „დინამოს“ ლეგიონერმა მოისწრაფიშვილის პასი გამოიყენა. სტუმრები ცდილობდნენ, თუმცა ბევრი არაფერი გამოუვიდათ.

აღსანიშნავია, რომ 81-ე წუთზე მინდორზე ლევან მჭედლიძე გამოჩნდა და სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 31 წლის თავდამსხმელი გარკვეული პერიოდი გუნდის გარეშე იყო და სულ ცოტა ხნის წინ „ტორპედოს“ რიგებში ჩაირიცხა. გამოცდილი შემტევის ჩართვამ ქუთაისურ კლუბს არ უშველა და საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისელებს 56 ქულა აქვთ, მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 7 ქულით ჩამორჩებიან. მომავალ ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმში გაემგზავრება და გია გეგუჩაძის გუნდს დაუპირისპირდება.

„ტორპედო“ კი 26 ქულით მე-9 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება. მომავალ ტურში ქუთაისელები თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლებენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები