Aa Aa
16 ოქტომბერი 2021  |  19:51

ისტორიული მატჩი - შავმა ლომმა პირველივე შეხვედრაში გაიმარჯვა

ისტორია დაწერილია! პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა პირველი მატჩი გამართა. „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერ თასზე ისრაელის წარმომადგენელს „თელავივ ჰიტს“ დაუპირისპირდა და 33:10 დაამარცხა.

გეტყვით, რომ „შავ ლომს“ ისტორიაში პირველი ქულა სოსო მათიაშვილმა მოუტანა, ხოლო პირველი ლელო აკა ტაბუცაძემ დადო. აღსანიშნავია, რომ მეორე ლელო შალვა მამუკაშვილის ანგარიშზეა. 

პირველი ტაიმი 18:10 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში „თელავივ ჰიტმა“ ქულის აღება ვეღარ შეძლო. ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ „შავი ლომი“ ჯგუფში 5 ქულით მე-2 ადგილზეა. „ჩვენებურებმა“ მატჩის მიწურულს ბონუს ქულაც მოიპოვეს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage