დავითაშვილმა გაიტანა - ტულას არსენალმა ზენიტი დაამარცხა
Aa
Aa

დავითაშვილმა გაიტანა - ტულას არსენალმა ზენიტი დაამარცხა

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ტულას „არსენალმა“ „ზენიტს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ჩემპიონის დამარცხებაში უდიდესი წვლილი ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა შეიტანა.

მატჩში ანგარიში 20 წლის ქართველმა 53-ე წუთზე გახსნა და „არსენალი“ დააწინაურა. დიდი ხნის განმავლობაში მასპინძლები იგებდნენ, თუმცა 88-ე წუთზე ძიუბამ წონასწორობა აღადგინა. ბოზოვიჩის გუნდის გეგმებში ქულების დაკარგვა არ შედიოდა.

90-ე წუთზე, მასპინძლები ლეგიონერმა, ზამბიელმა კინგს კანგვამ დააწინაურა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ „ზენიტმა“ 2018 წლის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ ორი შეხვედრა. წინა ტურში, მოქმედი ჩემპიონი საკუთარ კედლებში „სოჭთან“ დამარცხდა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

ამ გამარჯვების შემდეგ ზურიკოს გუნდს 12 ქულა აქვს და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა. „არსენალი“ ამჟამად მე-12 ადგილზე იმყოფება. მომავალ ტურში ბოზოვიჩის შეგირდები სტუმრად „როსტოვს“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 23 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:30-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები