მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან - ლიპარტელიანი მეოთხედფინალში დამარცხდა
Aa
Aa

მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან - ლიპარტელიანი მეოთხედფინალში დამარცხდა

დღეს, პარიზში მიმდინარე გრან სლემზე, საქართველოს სახელით ეთერ ლიპარტელიანსა და ვაჟა მარგველაშვილს უნდა ეასპარეზათ, ვაჟას შეჯიბრში მონაწილეობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ მიუღია, ხოლო ლიპარტელიანმა გამარჯვებით დაიწყო.

ლიპარტელიანმა პირველი წრე გამოტოვა, 57-კილოგრამ წონით კატეგორიის მერვედფინალში კი მავრიტანიელი კრისტიან ლეგენტილი დაამარცხა და მეოთხედფინალში, დაახლოებით 2 წუთში გავიდა.

მეოთხედფინალში ლიპარტელიანის მეტოქე  ფრანგი ფაიზა მოკდარი იყო, რომელმაც თავის მხრივ, ებრაელი კარემ პრიმოს ბარიერი გაიარა.

ქართული-ფრანგული დაპირისპირება ფრანგის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ეთერი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას უკვე რეპეშაჟიდან გააგრძელებს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები