15 წუთი, 4 ქულა და 6 მოხსნა - გამთენიისას მამუკელაშვილი დალასის წინააღმდეგ დამარცხდა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში NBA-ს წინასასეზონო მატჩები დასრულდა.
გამთენიისას, ინდიანა პეისერსისა და კლივლენდ კავალიერსის შეხვედრის გარდა, შედგა მილუოკი ბაქსისა და დალასის დაპირისპირებაც. სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსმა მატჩი ანგარიშით - 104-113 დათმო.
მამუკელაშვილი პარკეტზე 15:31 წუთით გამოჩნდა და ამ დროში თავი 4 ქულას, 6 მოხსნასა და 1 დაფარებას მოუყარა. სანდრო მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დააჯარიმეს, ბურთი კი ორჯერ დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა 22 წლის ქართველი ფორვარდი გასულ დრაფტზე, 54-ე ნომრად აიყვანა.
მილუოკი ბაქსი მომდევნო შეხვედრას ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ ჩაატარებს. დაპირისპირება 20 ოქტომბერს შედგება და თბილისის დროით 03:30 საათიდან დაიწყება.
აღნიშნული შეხვედრა NBA-ის რეგულარული სეზონი ოფიციალური მატჩი იქნება.
გამოიწერე ჩვენი Youtube არხი