Aa
Aa

"ხელფასი შეიმცირე ან წადი" - ინტერმა პერიშიჩს მიმართა

„ინტერის“ ფინანსური მდგომარეობა ახლა არც ისე სახარბიელოა. ვალების დაფარვის მიზნით კლუბი რომელუ ლუკაკუმ და ჰაკიმიმ დატოვეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვალების დასაფარად საკმარისი არ გამოდგა.

იტალიური მედია არასასიამოვნო ფაქტს ავრცელებს. „ინტერსა“ და ივან პერიშიჩს შორის ურთიერთობა დაიძაბა. Football Italia-ს ცნობით, „ნერაძურიმ“ ხორვატ ფეხბურთელს ხელფასის შემცირება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 32 წლის შემტევს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ და მომავალ წელს გუნდის დატოვება მოუწევს.

ამჟამად ივანს წლიურად ანაზღაურების სახით 5 მილიონი ევრო აქვს. კლუბში კი მას განუცხადეს, რომ 3 მილიონს უნდა დათანხმდეს. ცნობისთვის, პერიშიჩს „ინტერთან“ კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი სიმონე ინძაგის ფორმაციის „ინტერის“ შეუცვლელი წევრია. მიმდინარე სეზონში პერიშიჩმა 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. ჯერჯერობით უცნობია, თავად ფეხბურთელის პოზიცია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები