ანტონიო მირანტე - მენიოს ტრავმის გამო მილანმა ახალი მეკარე წარადგინა
Aa
Aa

ანტონიო მირანტე - მენიოს ტრავმის გამო მილანმა ახალი მეკარე წარადგინა

„მილანის“ პრობლემებს ბოლო არ უჩანს. დღეს ცნობილი გახდა, რომ კლუბის ძირითადი მეკარე მაიკ მენიო ტრავმირებულია და დეკემბრის ბოლომდე ვარჯიშს ვერ განაახლებს. „როსონერის“ შემადგენლობაში მხოლოდ 1 კარის დარაჯი რუმინელი 36 წლის ციპრიან ტატარუშანუ დარჩა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „მილანში“ ჩათვალეს, რომ მათ ახალი მეკარე აუცილებლად სჭირდებათ და თავისუფალი აგენტი 38 წლის ანტონიო მირანტე მოიყვანეს. ვეტერანი კიპერი გასულ სეზონში „რომას“ შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა კონტრაქტი ამოეწურა და დღევანდელ დღემდე უგუნდოდ იყო. „მილანმა“ მირანტეს 2022 წლის ივნისამდე გაუფორმა კონტრაქტი.

ანტონიო მირანტე

ანტონიო ტურინის „იუვენტუსის“ აღზრდილი გახლავთ. მთავარ გუნდში კი 2006 წელს ჰქონდა. მირანტეს მთლიანი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული. 38 წლის მეკარეს სხვადასხვა დროს „ბოლონიაში“, „პარმაში“, „სამპდორიაში“, „კროტონეში“, „რომაში“ და „სიენაში“ უთამაშია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები