Aa Aa
13 ოქტომბერი 2021  |  22:49

ლა ლიგაში ორი თამაში გადაიდო - მონაწილეები მადრიდული გრანდები არიან

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალს“ ბილბაოს „ატლეტიკისთვის“ უნდა ემასპინძლა, თუმცა ხსენებული დაპირისპირება გადაიდო. მიზეზი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების ესპანეთში დაბრუნების თარიღია. გადაწყვეტილება ესპანეთის სპორტულმა საბჭომ მიიღო.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„გადადების მოთხოვნა ფიფა-ს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. მათ სურთ, რომ სამხრეთ ამერიკაში გამგზავრებული ფეხბურთელების ესპანეთში დაბრუნება რამდენიმე დღით გადაიდოს. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს იმ კლუბებზე, რომლებიც სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ. „რეალისა“ და „ატლეტიკის“ მატჩის ჩატარების თარიღს მოგვიანებით გამცნობთ.“

ცნობისთვის, ამავე მიზეზით „გრანადასა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვედრაც გადაიდო, თუმცა, როგორც „ბლანკოსის“ ოფიციალურ ვებ-საიტზე ვკითხულობთ, ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩებამდე დაუბრუნდებიან გუნდებს.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამავე მიზეზით რამდენიმე ტურის წინ „სევილიასა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა გადაიდო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage