Aa Aa
13 ოქტომბერი 2021  |  13:22

მორიგი აღიარება - მამარდაშვილის სეივი თვის საუკეთესოდ დაასახელეს

„ვალენსიას“ ქომაგებმა სექტემბრის თვის საუკეთესო „სეივად“ გიორგი მამარდაშვილის მიერ მოგერიებული ბურთი დაასახელეს. „ღამურებმა“ საკუთარ ვებგვერდზე გამოკითხვა ჩაატარეს და გულშემატკივრებმა „მამარდას“ მიერ „ალავესთან“ აღებული დარტყმა გამოარჩიეს.

„ვალენსიამ“ „ალავესი“ 3-0 დაამარცხა და ქართველი გოლკიპერის ანგარიშზე ორი „სეივი“ იყო. 56-ე წუთზე, მამარდაშვილმა მიაზგას თავური დარტყმა მოიგერია და ბასკებთან კარი მშრალად შეინახა. სხვათა შორის, ქომაგებმა არჩევანი 3 მომენტს შორის გააკეთეს და ორი მათგანი გიორგის მონაწილეობით იყო, ერთი კი - სილესენის.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის საწყის ექვს ტურში 20 წლის ქართველმა მეკარემ ყველა მატჩი სასტარტოში ითამაშა, თუმცა მე-6 ტურში „სევილიასთან“ შეცდომები დაუშვა, არადამაჯერებელი იყო, რამაც მისი სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვება განაპირობა.

ბოლო შეხვედრებში, „ვალენსიას“ კარი იასპერ სილესენმა დაიცვა, თუმცა ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, „მამარდა“ ძირითადს დაუბრუნდეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამსტერდამის „აიაქსს“ იანვარში ანდრე ონანა ტოვებს და სათამაშოდ „ინტერში“ გადადის. რა თქმა უნდა, ტენ ჰააგს გუნდში გამოცდილი კიპერი სჭირდება და როგორც todofichajes იტყობინება, ნიდერლანდული კლუბი ახალ კარის დარაჯად სილესენს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage