„ვარჯიშებზე აჩვენა რომ მაღალი დონისაა“ - ვალენსიას ფეხბურთელი მამარდაშვილზე
Aa
Aa

„ვარჯიშებზე აჩვენა რომ მაღალი დონისაა“ - ვალენსიას ფეხბურთელი მამარდაშვილზე

„ვალენსიას“ ახალწვეულმა, ომარ ალდერეტემ El Desmarque-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. პარაგვაელმა ფეხბურთელმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა და კომენტარი „ღამურების“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზეც გააკეთა.

„გაგვაოცა თუ არა მამარდაშვილის წარმატებამ? არა, მისი ასპარეზობით გაოცებული არ ვყოფილვართ, რადგან ვარჯიშებზე აჩვენა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია და შემდეგ ყველაფერი მატჩებისას, მოედანზე გადაიტანა“.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის საწყის ექვს ტურში 20 წლის ქართველმა მეკარემ ყველა მატჩი სასტარტოში ითამაშა, თუმცა მე-6 ტურში „სევილიასთან“ შეცდომები დაუშვა, არადამაჯერებელი იყო, რამაც მისი სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვება განაპირობა.

ბოლო შეხვედრებში, „ვალენსიას“ კარი იასპერ სილესენმა დაიცვა, თუმცა ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, „მამარდა“ ძირითადს დაუბრუნდეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამსტერდამის „აიაქსს“ იანვარში ანდრე ონანა ტოვებს და სათამაშოდ „ინტერში“ გადადის. რა თქმა უნდა, ტენ ჰააგს გუნდში გამოცდილი კიპერი სჭირდება და როგორც todofichajes იტყობინება, ნიდერლანდული კლუბი ახალ კარის დარაჯად სილესენს განიხილავს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები