Aa Aa
12 ოქტომბერი 2021  |  17:02

დემბელე ლივერპულში? - ინიციატივას კლოპი იჩენს

გამოცემა GOAL ყოველდღიურად სატრანსფერო სიახლეებს ანახლებს და დღეს ოსმან დემბელეს შესახებ დაწერა. გამოცემა იუწყება, რომ ფრანგი შემტევით „ლივერპული“ ინტერესდება. მისი გადაბირების სურვილი თავად იურგენ კლოპმა გამოთქვა.

გერმანელი სპეციალისტი თვლის, რომ დემბელეს ძველებური ფორმის დაბრუნება შეუძლია და მერსისაიდულ გრანდს შეტევაში მეტ შესაძლებლობას მისცემს. ტრანსფერს რეალურს ისიც ხდის, რომ ოსმანი „ბარსელონაში“ ძირითადი შემადგენლობის წევრად არ ითვლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დემბელეს კატალონიურ კარიერას ხელი მეტწილად ტრავმებმაც შეუშალა. ფრანგი შემტევი გამუდმებით სხვადასხვა დაზიანებებს იღებს და სასტარტო თერთმეტეულში ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა.

დემბელე „ბარსელონაში“

24 წლის გარემარბი „ბლაუგრანას“ 2017 წლის ზაფხულში „დორტმუნდიდან“ 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. 2017 წლიდან დღემდე, დემბელემ „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 118-ჯერ მოირგო, 30 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage