ნეთსი გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს - კაირი ირვინგის ბედი მალე გაირკვევა
Aa
Aa

ნეთსი გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს - კაირი ირვინგის ბედი მალე გაირკვევა

ESPN-ის ინსაიდერის, ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, „ბრუკლინ ნეთსი“ კაირი ირვინგთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს. 29 წლის კალათბურთელი ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებს და „ბრუკლინს“ არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ვოინაროვსკის ცნობით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გუნდის მფლობელი, ჯოზეფ ცაი, გენერალური მენეჯერი შონ მარქსი, კევინ დურანტი და ჯეიმს ჰარდენი იქნებიან ჩართული. როგორც ირკვევა, საქმე არა მხოლოდ კაირის ახლო მომავალს, არამედ „ნეთსში“ მის კარიერასაც ეხება.

შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკში არსებული წესების მიხედვით, მოთამაშეებს სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ თუ ვაქცინირებული არიან, ირვინგს კი ჯერჯერობით არც ერთი აცრა გაუკეთებია.

ამერიკული პრესის ცნობით, „ბრუკლინმა“ უნდა გადაწყვიტოს, ღირს თუ არა კაირის დატოვება. თუ „ნეთსმა“ თავისი ერთ-ერთი ლიდერი არ გაუშვა, რეგულარული სეზონის მატჩების მინიმუმ ნახევარს მის გარეშე ჩაატარებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები