Aa Aa
11 ოქტომბერი 2021  |  17:18

ყველაზე ტიტულოვანი ფრანგი ფეხბურთელი - კარიმ ბენზემა

ერთა ლიგის ფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. „მამლები“ 0:1-ს აგებდნენ, თუმცა კარიმ ბენზემამ და კილიან მბაპემ გაიტანეს და საკუთარ ქვეყანას მორიგი ტიტული მოაგებინეს.

მადრიდის „რეალის“ „ცხრიანისთვის“ კარიერაში ეს პირველი სანაკრებო ტიტული გახლავთ, ხოლო თუ რაოდენობას დავითვლით 27-ე. ერთა ლიგის მოგების შემდეგ ბენზემა ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. კარიმი გახდა ყველაზე ტიტულოვანი ფრანგი ფეხბურთელი. მასზე მეტი ჯილდო ჯამში არცერთ სხვა ფრანგ ფეხბურთელს არ აქვს.

33 წლის თავდამსხმელმა ყველაზე მეტი ტიტული(19) მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში მოიპოვა. 7 „ლიონში“ თამაშისას, ხოლო ერთი საფრანგეთის ნაკრებში. ამ მიღწევის შემდეგ კარიმმა კომენტარი გააკეთა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია. ბედნიერი ვარ, რადგან საფრანგეთის ნაკრებში დიდი ხანი არ ვთამაშობდი. დავბრუნდი და უკვე ახალი თასი ავღმართე. ეს ყველაფერი უფრო ამბიციურს მხდის. ძლიერი ნაკრები გვყავს და მომავალში გულშემატკივრებს ბევრჯერ გავახარებთ.“

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage