1965 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი - დონარუმამ ახალი ისტორია დაწერა
Aa
Aa

1965 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი - დონარუმამ ახალი ისტორია დაწერა

იტალიის ნაკრები ერთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის ბელგიას ეთამაშება. ძირითად შემადგენლობაში კვლავ ჯანლუიჯი დონარუმა მოგვევლინა და ეს ახალგაზრდა კიპერისთვის ისტორიული შემთხვევა აღმოჩნდა.

„ჯიჯო“ „სკუადრა აძურას“ კაპიტნის რანგში გაუძღვა და ის 1965 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის ნაკრებს უკაპიტნა. აქამდე ეს შედეგი ჯანი რივერას ეკუთვნოდა.

რა თქმა უნდა, დონარუმა იტალიის პირველი კაპიტანი არ არის. მანჩინის გუნდს ძირითადად ჯორჯო კიელინი კაპიტნობს. შემდეგ კი ლეონარდო ბონუჩი მოდის. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი თამაში აქვს ამა თუ იმ ფეხბურთელს ნაკრებში ჩატარებული. კიელინის ანგარიშზე 114 მატჩია, ხოლო ბონუჩის 112.

დღეს იუვეს მცველები ბელგიასთან არ თამაშობენ და მინდორზე მყოფი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტჯერ „სკუადრა აძურას“ მაისური „პარი სენ ჟერმენის“ ახალ მეკარეს სცმია. აქედან გამომდინარე ჯანლუიჯიმ ახალი ისტორია დაწერა. მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში უკვე 38 მატჩია.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები