Aa Aa
8 ოქტომბერი 2021  |  22:50

პირველი მთავარი მოვლენა 2022 წელს - UFC ჭიკაძე VS კატარზე მუშაობს

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვებგვერდის, MmaJunkie-ის ინფორმაციით, UFC 2022 წლის პირველი ღონისძიების მთავარ მოვლენაზე უკვე მუშაობს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ქომაგები გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის ჩხუბს იხილავენ.

ჭიკაძისა და კატარის ბრძოლა 15 იანვარს გაიმართება და ღონისძიების ჩატარების ადგილი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. MmaJunkie-ის მიხედვით, მებრძოლებს კონტრაქტისთვის ხელ ჯერ არ მოუწერიათ, მაგრამ უდიდესი ალბათობით, ყველაფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება. MmaJunkie ამ ინფორმაციას UFC-სთან დაახლოებულ ორ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც ანონიმურობის შენარჩუნება ისურვეს.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძის ანგარიშზე 14 გამარჯვებაა. „ნინძას“ UFC-ში 7-დან 7 ბრძოლა აქვს მოგებული და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს. კატარს რაც შეეხება, ამ უკანასკნელის ბალანსზე 22 მოგება და 5 მარცხია. კატარმა ბოლო ბრძოლა 2021 წლის იანვარს გამართა და მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდა, რომელთანაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage