Aa Aa
7 ოქტომბერი 2021  |  23:39

როგორ მუშაობდა და როგორ გამოაშკარავდა NBA-ის ექს-მოთამაშეთა თაღლითური სქემა

რამდენიმე საათის წინ, ამერიკელმა სამართალდამცველებმა NBA-ის 18 ექს-კალათბურთელი დააკავეს და მათ ბრალად თაღლითობა ედებათ. NBC-ის ინფორმაციით, მოთამაშეებმა თაღლითური სქემის დახმარებით, NBA-ის ჯანმრთელობის დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამიდან დაახლოებით 4 მილიონი დოლარი მიიღეს და ამერიკულ პრესაში თაღლითური სქემის დეტალებიც გავრცელდა.

როგორ მუშაობდა სქემა?

თაღლითური სქემის ავტორი ტერენს უილიამსი გახლავთ. ამ უკანასკნელმა კალათბურთელებს სამედიცინო პროცედურებისთვის გაწეული ხარჯების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამზადება შესთავაზა და სანაცვლოდ მათგან სოლიდურ თანხას იღებდა. გამოძიების მიხედვით, უილიამსმა 3 მოთამაშეს მიაწოდა სამედიცინო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, არ არსებულმა ექიმმა ისინი გამოგონილ ოპერაციებზე გაგზავნა. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ თაღლითური სქემით თავად უილიამსიც სარგებლობდა და 2017 წელს, ქიროპრაქტიკის კურსის გავლის გამო 19 000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა და 7.7 ათასი მიიღო.

როგორ გამოაშკარავდა სქემა?

თაღლითური სქემის გამოაშკარავება რთული არ ყოფილა. ყალბი დოკუმენტები, რომლებსაც უილიამსი კალათბურთელებს აძლევდა, სწორად შევსებული არ გახლდათ, იყო გრამატიკული შეცდომები, არ იყო გამოყენებული საფირმო ბლანკები და ა.შ. ამასთან, სამართალდამცველთა ყურადღება კიდევ რამდენიმე უცნაურმა შემთხვევამ მიიპყრო. მაგალითად, გრეგ სმიტის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ მაშინ, როცა იგი ტაივანურ კლუბში ასპარეზობდა, ბევერლი-ჰილზში ექიმთან გახლდათ მისული. გლენ დევისმა, ტონი ალენმა და ტონი როტენმა კი ერთი და იგივე კბილი 6-ჯერ, ერთი და იმავე დროს და ერთსა და იმავე სტომატოლოგიურ კაბინეტში დაიპლომბეს.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ტონი ალენი, გლენ დევისი, ალან ანდერსონი, შენონ ბრაუნი, უილიამ ბაინამი, კრისტოფერ დაგლას-რობერტსი, მელვინ ილაი, ჯამარიო მუნი, დარიუს მაილსი, მილტონ პალასიო, რუბენ პატერსონი, ედი რობინსონი, გრეგორი სმიტი, სებასტიან ტელფეირი, ჩარლზ უოტსონ ჯუნიორი, ენტოინ რაითი, ენტონი როთენი დააკავეს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage