საზეიმო ცერემონიალი -  ლაშა ბექაურს ვარსკვლავი გაუხსნეს
Aa
Aa

საზეიმო ცერემონიალი - ლაშა ბექაურს ვარსკვლავი გაუხსნეს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, ხოლო ძალოსნობაში უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს მეორე წარწერა დაემატა. 

მოეწყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორების ასპარეზობის ამსახველი ფოტოების გამოფენა. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავის გახსნის ცერემონია ოლიმპიური კომიტეტის დაარსების დღეს შედგა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, მწვრთნელები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ლაშა ბექაურის ოჯახის წევრები.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები