არგენტინამ ბაუსა დაითხოვა
Aa
Aa

არგენტინამ ბაუსა დაითხოვა

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე ოფიციალურად ადასტურებენ, რომ ედგარდო ბაუსა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია. 

"შეთანხმებას მივაღწიეთ და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ბაუსა ნაკრების მწვრთნელი აღარაა". - განუცხადა ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა კლაუდიო ტაპიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ "ალბისელესტე" ხორხე სამპაოლიმ ჩაიბაროს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები