''რთული, მაგრამ გააზრებული გადაწყვეტილებაა'' - გასოლმა კარიერა დაასრულა
Aa
Aa

''რთული, მაგრამ გააზრებული გადაწყვეტილებაა'' - გასოლმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ესპანელმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა. NBA-ს ორგზის ჩემპიონმა პრესკონფერენცია გამართა და ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს აცნობა.

''მინდა ეს არა დამშვიდობება, არამედ ნახვამდის იყო, რადგან კალათბურთელის კარიერა სრულდება, თუმცა სხვა გზები იხსნება. ეს რთული, მაგრამ გააზრებული გადაწყვეტილებაა. ტიტულები მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემს საქმეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვასრულებდი''.

მის კარიერაში 2009-10 წლები განსაკუთრებულია, რადგან ''ლეიკერსთან'' ერთად NBA-ს ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ 6-ჯერ NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშა.

ესპანელი ფორვარდი NBA-ში შემდეგი გუნდების ღირსებას იცავდა: ''მემფისი'' (2001-08), ''ლოს ანჯელეს ლეიკერსი'' (2008-14), ''ჩიკაგო'' (2014-16), ''სან ანტონიო'' (2016-19) და ''მილუოკი'' (2019).

''ბარსელონას'' ექს-კალათბურთელი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი სამჯერ გახდა (2009, 2011, 2015). ასევე, 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები