ღურწკაია: ''ვიღაცამ რუბინი დაარწმუნა, რომ ხვიჩა აიაქსში არ გაეყიდათ''
Aa
Aa

ღურწკაია: ''ვიღაცამ რუბინი დაარწმუნა, რომ ხვიჩა აიაქსში არ გაეყიდათ''

საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გადაცემა Comment Show-ში ისაუბრა.

''ხვიჩა არავის მიჰყავს, მისი ფასი ეცემა. მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ, გაზაფხულზე მაგარ ფორმაში იყო. ამბობდნენ, რომ მას რომელიმე ინგლისური კლუბი იყიდიდა, რადგან ინგლისური კლუბები 30-40 მილიონ ევროს მარტივად იხდიან, მაგრამ ასე არ მოხდა, ხვიჩა ''რუბინში'' დარჩა. ახლა ის ცუდად თამაშობს, მაგრამ ფასის ვარდნა შეჩერდება თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გაიბრწყინებს. დღეს მისი სატრანსფერო თანხა 10-12 მილიონი ევროა. დღეს მის ტრანსფერში უფრო მეტს არავინ გადაიხდის''.

ჟურნალისტის კითხვა ასეთი იყო: ''აიაქსი'' რუბინს'' ხვიჩას სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს სთავაზობდა, პლუს შემდეგი ტრანსფერიდან რუსული გუნდი სატრანსფერო თანხის 20 პროცენტს მიიღებდა.

''ის მაისში ბრწყინავდა. ვიღაცამ ''რუბინის'' მმართველები დაარწმუნა, რომ 12 მილიონ ევროდ არ გაეყიდათ და რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ინგლისური კლუბები გამოჩნდებოდნენ, რომლებიც დიდ ფულს გადაიხდიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა''.

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ყაზანის „რუბინმა“ „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრებისთვის მეტად არასასიამოვნო გამოდგა. სლუცკიმ ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია არ დააყენა, თუმცა მატჩის 28-ე წუთზე სამოშნიკოვმა ტრავმა მიიღო და მინდორზე მის ნაცვლად ქართველი შემტევი გამოჩნდა. პირველი ტაიმი ფრე 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და 49-ე წუთზე „ნოვგოროდის“ კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან კვარაცხელია მივიდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ გაიტანა. კვარაცხელიამ ძლიერად დაარტყა და სტუმართა მეკარემ ნიგმატულინმა ბრწყინვალე ნახტომით მოიგერია. შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და „რუბინი“ საკუთარ კედლებში დამარცხდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები