ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ბაიერნის ახალი სამიზნე | ტენ ჰაგი რეკორდმაისტერის რადარზე

მიუნხენის „ბაიერნი“ მთავარ მწვრთნელს ეძებს, რომელიც გუნდს ტომას ტუხელის წასვლის შემდეგ ჩაიბარებს. „რეკორდმაისტერს“ რამდენიმე კანდიდატი ჰყავს შერჩეული და მათი პრიორიტეტი რალფ რანგნიკი გახლდათ, მაგრამ მისგან უარი მიიღეს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, რანგნიკის შემდეგ, გერმანელები ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთნენ და ერთ-ერთი მათგანი ერიკ ტენ ჰაგი გახლავთ. ნიდერლანდელი თავკაცი „ბაიერნის“ ახალ სიაში მოხვდა და მიუნხენელები მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის ემზადებიან.

გერმანული გრანდის ხელმძღვანელები თვლიან, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტენ ჰაგის წარუმატებლობა მოედანს მიღმა გამოწვეულმა პრობლემებმა და კლუბში არსებულმა მენეჯმენტმა განაპირობა. „ბაიერნში“ მიაჩნიათ, რომ სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, ტენ ჰაგს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ბაიერნს“ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი დარჩა. გერმანული გრანდი ნახევარფინალში „რეალს“ ხვდება. მათი პირველი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და განმეორებითი შეხვედრა ოთხშაბათს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„UFC-ს არაფერი უთქვამს“ | შონ ომალი მერაბის განცხადებას გამოეხმაურა
„UFC-ს არაფერი უთქვამს“ | შონ ომალი მერაბის განცხადებას გამოეხმაურა