გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში პირველია | მიქაუტაძის მაგარი შედეგი

გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ბოლო 5 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი. ცნობილმა სააგენტომ, Opta-მ ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარა და დაწერა სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც მიქაუტაძე ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესოა.

Opta-ს მიხედვით, 2024 წელს, მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელსაც პროცენტულობით, საკუთარი გუნდის ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული. წლეულს, მიქაუტაძეს „მეცის“ გოლების 72 პროცენტში (18-დან 13 გოლი) მიუღია მონაწილეობა და მასზე უკეთესი შედეგი არავის აქვს.

Opta-ს რეიტინგში მეორე ადგილზე დუვან საპატა იმყოფება (16-დან 10 გოლი, 63 პროცენტი), მესამე კი დუშან ვლაჰოვიჩია (20-დან 12 გოლი, 60 პროცენტი).

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 თამაშია დარჩენილი. „მეცს“ მომდევნო შეხვედრა სტუმრად, „სტრასბურგთან“ ელის, ბოლო ტურში კი საკუთარ კედლებში „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„UFC-ს არაფერი უთქვამს“ | შონ ომალი მერაბის განცხადებას გამოეხმაურა
„UFC-ს არაფერი უთქვამს“ | შონ ომალი მერაბის განცხადებას გამოეხმაურა