მსოფლიო ჩემპიონატი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

6-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, იტალიის ქალაქ ოლბიაში ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 13 სპორტსმენით წარდგება.

ცოტახნის წინ კი  კენჭისყრა გაიმართა და ჩვენმა ძიუდოისტებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში შაქრო შათირიშვილი პირველ წრეში კანადელ ჯოელ დემაერს შეხვდება,ხოლო გიორგი სარდალშვი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვება,სადაც ჩილელ ლუკას ფერნანდესსა და ჰონგ კონგოელ კა კი ვონგს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მწვრთნელების გადაწყვეტილებით 66 კილოში და 73-ში მონაწილეები არ გვეყოლებიან. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი საქართველოს სახელით გიორგი შერაზადიშვილი იასპარეზებს, რომელიც კუვეიტელ შეჰან ალსალმანსა და მექსიკელ ხავიერ როსას შორის უძლიერესს შეხვდება.

დანარჩენ წონებში საქართველოს დელეგაციას ორი მონაწილე ეყოლებათ. 90 კილოში ნიკა ხარაზიშვილი სამხრეთ აფრიკელ ტომას ლაცლო ბრეიტენბახს შეერკინება , ხოლო ლაშა მღებრიშვილი შვედ აქსელ ოსკარსონსს.

100 კილოში წონის ლიდერი ილია სულამანიძე იქნება,რომელიც პირველ წრეს გამოტოვებს. აღსანიშნავია,რომ ილიას ბადეში მოხვდა მიხეილ ჯაფარიძე და წარმატების შემთხვევაში ქართველების დაპირისპირება მეოთხედფინალში შედგება. პირველ წრეში კი ჯაფარიძე ბერძენ პანაგიოტის პაპანიკოლაუს დაუპირისპირდება. 

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ირაკლი დემეტრაშვილი უკრაინელ ოლექსეი ჰალაკასთან მოსინჯავს ძალებს,ხოლო საბა ინანეიშვილი გათამაშებაში მეორე წრიდან ჩაერთვება,სადაც მისი მეტოქე უკრაინელ სერგეი კოვბასიუკისა და ჩილელ ხოსე მერას შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება გოგონებს,ოლბიას ტატამზე პირველი 52 წონით კატეგორიის ძიუდოისტი მარიამ ლაფაჩიშვილი გამოვა, რომლის მეტოქეც იტალიელი იელენა მონაკო იქნება.

57 კილოში საქართველოს სახელით ორი ძიუდოისტი ნინო ლოლაძე და რეგინა უთნელიშვილი იასპარეზებენ. პირველ წრეში ლოლაძე რუს ნატალია ელკინას დაუპირისპირდება, ხოლო რეგინა ძალებს იტალიელ ფრანჩესკა კარასთან მოსინჯავს.

63 კილოში კი საქართველოს სახელით ინდირა სილაგაძე იჭიდავებს,რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე წრიდან ჩაერთვება და ინდოელ უნატი შარმას დაუპირისპირდება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები