Aa Aa
29 სექტემბერი 2021  |  22:58

ისტორია დაწერილია - კრიშტიანუს საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვილიარეალს“ მასპინძლობს. ეს მატჩი კრიშტიანუ რონალდუსთვის ისტორიულია. პირველ ტურში, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების მიხედვით იკერ კასილასს გაუთანაბრდა.

ლეგენდარულ ყოფილ კიპერს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 177 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. დღეს კი, რონალდუ ძირითად შემადგენლობაშია და ჩემპიონთა ლიგაზე 178-ე შეხვედრას მართავს. ამდენი მატჩი ხსენებულ გათამაშებაში არასდროს არავის არ ჩაუტარებია.

ასევე გეტყვით, რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შემდეგ ყველაზე მეტი თამაში ლეო მესის აქვს ჩატარებული(151). ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუა. ვეტერანმა თავდამსხმელმა ჯერჯერობით 135 გოლს მოუყარა თავი.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage