ლუის ენრიკე ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს
Aa
Aa

ლუის ენრიკე ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ თუკი ის კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, 1 წელი აუცილებლად დაისვენებს, რათა ძალები აღიდგინოს. 

"თუ "ბარსას" დავტოვებ, სახლში წავალ და აუცილებლად დავისვენებ, რადგან ძალიან გადაღლილი ვარ. 1 წელი დასვენება სრულიად საკმარისი იქნება.

ძალების აღდგენა მჭირდება და მინდა ვთქვა, რომ ახლა არცერთ სხვა კლუბზე არ ვფიქრობ. 

ახლა ერთადერთი რაც დაგვრჩა სეზონის უნდა დავასრულოთ და ამასთანავე დასახულ მიზნებს მივაღწიოთ". - აცხადებს ენრიკე. 

ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება, რომ სეზონის ბოლოს ამ სპეციალისტის "ბარსადან" წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. 

მსგავსი სიახლეები