Aa Aa
26 სექტემბერი 2021  |  11:46

დასანანი მარცხი - ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი ვერ გაიფორმა

„აკი ბაშოს“ დასკვნით დღეს ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა არადამაჯერებლად დაიწყო, ვერც მავაში აიღო და ვერც ცუპარებს იყენებდა. საბოლოოდ, მეტოქემ აჯობა და მისი დოჰიოდან გადაყვანა შეძლო.

ეს ბრძოლა ორივე სუმოტორისთვის გადამწყვეტი გახლდათ, რადგან მათი ბალანსი 7:7-ზე იყო და დამარცხებული უარყოფით ბალანსს მაკე-კოშის იფორმებდა.

ლევანს ტაკარაფუჯის წინააღმდეგ აქამდე 23 ბრძოლა ჰქონდა გამართული, რომელთაგან 13 გამარჯვებით დაასრულა.

სამწუხაროდ ტოჩინოშინმა კაჩი-კოში ვერც ამჯერად გაიფორმა და მორიგ ბაშოზე წარუმატებლად გამოვიდა.

თუ, ასე გაგრძელდა სავარაუდოდ ლევან გორგაძე უმაღლესი დივიზიონიდან გავარდება და ასპარეზობას ქვედა ლიგაში გააგრძელებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში