''მან. სიტის ანანიძის შეძენა სურდა, თუმცა სპარტაკმა შემოთავაზება არც კი განიხილა''
Aa
Aa

''მან. სიტის ანანიძის შეძენა სურდა, თუმცა სპარტაკმა შემოთავაზება არც კი განიხილა''

საფეხბურთო აგენტი ალან პრუდნიკოვი რუსულ Sport24-თან ინტერვიუში ჯანო ანანიძის შესახებ საინტერესო ფაქტს იხსენებს. მისი თქმით ქართველი ფეხბურთელის შეძენა ''მანჩესტერ სიტის'' სურდა, თუმცა აგენტი კონკრეტულ პერიოდს არ ასახელებს. უცნობია ზუსტად როდის სურდათ ''ქალაქელებს'' ანანიძის გადაბირება.

''ჯანო ანანიძის ტრანსფერზე ვმუშაობდი. ის უნიჭიერესი ფეხბურთელია. ჯანო 14 წლის იყო, როცა მისი თამაში პირველად ვნახე. აქედან მოყოლებული მის ასპარეზობას თვალს ვადევნებდი. 

მძიმე ტრავმის მიღებამდე ჯანო შესანიშნავად თამაშობდა, მისი შეძენა ''მანჩესტერ სიტის'' სურდა, თუმცა ''სპარტაკის'' ხელმძღვანელებმა ეს წინადადება არც კი განიხილეს. ჯანო ნათელი გონების მოთამაშეა და ევროპული ფეხბურთის აღმოჩენა იქნებოდა''.

შეგახსენებთ, ანანიძე 2007-19 წლებში მოსკოვის ''სპარტაკის'' საკუთრება ფეხბურთელი იყო. 2016-17 წლების სეზონში ანანიძე ''სპარტაკთან'' ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა. ამავე წელს რუსეთის სუპერ თასი მოიგო.

მიმდინარე წლის 29 აპრილს ჯანო ანანიძე თბილისის ''დინამოს'' ფეხბურთელი გახდა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბათუმის ''დინამოსთან'' გასვლით შეხვედრაში 26 წუთი ითამაშა. მას შემდეგ ანანიძეს ''დინამოს'' რიგებში არ უთამაშია, გამოტოვა კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და ევროტურნირების შეხვედრები. 

მან გასულ ზაფხულში ოპერაცია გაიკეთა, ახლახანს მოედანს დაუბრუნდა, თუმცა ვარჯიში კვლავ შეწყვიტა და უცნობია როდის დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები