Aa Aa
24 სექტემბერი 2021  |  12:31

ლიანა ჯოჯუა : "გასამართ ბრძოლაში დვალიშვილი ფავორიტია"

UFC-ის მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ მერაბ დვალიშვილის გასამართ ბროლაზე კომენტარი გააკეთა.

„მგელის“ აზრით დვალიშვილი მორაიესთან ფავორიტია და მეშვიდე გამარჯვებას მოიპოვებს.

„გასამართ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის ფავორიტად განვიხილავ და მჯერა რომ ზედიზედ მე-7 გამარჯვებას მოიპოვებს. მან ბოლო ბრძოლები ძალიან კარგად ჩაატარა და ყველას დაუმტკიცა,რომ ის თავის წონით კატეგორიაში ერთ-ერთი მზარდი მებრძოლია. რაც შეეხება მორაეს,მას კარიერაში ძალიან ცუდი პერიოდი აქვს. მერაბამდე 2 დაპირისპირება აქვს წაგებული. ამიტომაც მგონია,რომ ფავორიტი მერაბია. რა თქმა უნდა მე ჩემს თანამემამულეს ვგულშემატკივრობ და დვალშვილის წარმატებას ვუსურვებ.“- აღნიშნა ჯოჯუამ

შეგახსენებთ, რომ მორაესისა და დვალიშვილის ბრძოლა თბილისის დროით, 26 სექტემბერს გაიმართება. ბრაზილიელი მერაბთან ჩხუბს ზედიზედ 2 წაგებით ხვდება და ფონტთან და სენდჰეგენთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

დვალიშვილმა კი ბოლოს 32 წლის ამერიკელი კოდი სტამანი არბიტრთა გადაწყვეტილების შედეგად 3-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში