ლუკა მხეიძე - "ქართველი ვარ,მისი სახელით უნდა გამოვსულიყავი"
საფრანგეთის სახელით მოასპერეზე ქართველი ძიუდოისტის ლუკა მხეიძის ინტერვიუს „TV Georgian Times“-ი ავრცელებს.
ქართველი ძიუდოისტით თქმით მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნაკრებით ასპარეზობა.
ძიუდოს სკოალში შევედი და დავიწყე სერიოზული ვარჯიში. როცა საქარტველოში ვარჯიშობდი მეცვა საქარტველოს დროშიანი კიმანო. მერე კი საფრანგეთში როდესაც ავიღე მოქალაქეობა, შევედი ნაკრებში, მომცეს, საფრანგეთის კიმანო, საფრანგეთის დროშით. გახარებული ვიყავი, რა თქმა უნდა, ამდენი წელი ველოდე მოქალაქეობას, მივიღე და უკვე ვიცოდი, რომ გავიდოდი საზღვარგარეთ ტურნირებზე, მარა გულიც მწყდებოდა, იმიტომ,რომ ქართველი ვარ, საქართველოში გავიზარდე, მისი სახელით უნდა გამოვსულიყავი - მაგრამ შევეგუე ამასაც," - ამბობს მხეიძე
25 წლის ძიუდოისტმა ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლისთვის ბრძოლაში მხეიძემ კორეელი ჯინ კიმ ვონი დაამრაცხა.
ლუკა მხეიძის წარმატებულ ასპარეზობას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ლეგენდარული ძუდოისტი ტედი რინერი გამოეხმაურნენ :
„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ჰუმანური ისტორიებია. საქართველოში დაბადებულმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წელს ფრანგი გახდა, ტოკიოში პირველი მედალი მოიპოვა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია მისით ამაყობს!“ - აღნიშნა მაკრონმა
Les Jeux olympiques, ce sont de formidables histoires humaines. Né en Géorgie, naturalisé Français en 2015, Luka Mkheidze vient d'obtenir la première médaille française à Tokyo. Fierté partagée par la Nation qu’il a choisie ! https://t.co/qUh6LdU3kW
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 24, 2021
„შაააა !! ბრავო ლუკააა!!“ - დაპოსტა ტედიმ
SHAAAA !! BRAVO LUKAAA ???????????????????? https://t.co/54uL4nnzl4
— Teddy Riner (@teddyriner) July 24, 2021