Aa Aa
21 სექტემბერი 2021  |  00:47

სლუცკი: "არაკომპეტენტური მსაჯი, ხვიჩას ფეხზე უამრავი სისხლჩაქცევა აქვს"

რუსეთის პრემიერ ლიგის მერვე ტურში ყაზანის „რუბინმა“ „ზენიტს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა სლუცკიმ ქართველი შემტევი 73-ე წუთზე შეცვალა. ამის მიზეზი კი ხვიჩას მიმართ საშინლად უხეში თამაში იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, სლუცკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩის არბიტრი მწვავედ გააკრიტიკა.

რა თქვა სლუცკიმ?

„თუ თქვენ ჩამოთვლით რამდენჯერ არ დააფიქსირა მსაჯმა ჯარიმა, ხელზე თითები არ გეყოფათ.  ზოგადად მსაჯები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტექნიკურ და შემტევ ფეხბურთელებს იცავენ. ჩვენ გვყავს კვარაცხელია, რომელიც ახლა ყინულის აბაზანებს იღებს და ფეხზე უამრავი ჰემატომა(სისხლჩაქცევა) აქვს. მის წინააღმდეგ საშინლად უხეშობდნენ და ამას არბიტრი არაფრად აგდებდა. ხმამაღლა ვიტყვი, რომ ივანოვი არაკომპეტენტური მსაჯია.“

შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ ყაზანის „რუბინი“ 14 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. თვითონ ხვიჩამ კი ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მომდევნო ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 26 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში