პრელჩეცის ჰეთ-თრიკი - სამტრედიამ ტორპედო დაამარცხა
Aa
Aa

პრელჩეცის ჰეთ-თრიკი - სამტრედიამ ტორპედო დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის 25-ე ტურში „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს და ეს აქტიურობა ბუკასიმ მე-15 წუთზე გოლით დააგვირგვინა. ამის შემდეგ, გია ცეცაძის გუნდი გააქტიურდა და მატჩზე სრული კონტროლი მოიპოვა.

მასპინძელთა მხრიდან 22-ე წუთზე ანგარიში პრელჩეცმა გაათანაბრა. „სამტრედია“ ამაზე არ გაჩერდა და 35-ე წუთზე ხორვატმა ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა. პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში სამტრედიელები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ და მათე კვირკვიამ მესამე გოლი გაიტანა. 76-ე წუთზე პრელჩეცმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.

სატურნირო ცხრილში და მომდევნო ტური

ამ მომენტისთვის გია ცეცაძის გუნდს 16 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში „სამტრედია“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 24 სექტემბრით თარიღდება და 19:00-დან დაიწყება.

რაც შეეხება „ტორპედოს“, ქუთაისური გუნდი 25 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. მომავალ ტურში კი „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. მატჩი ასევე 24 სექტემბრით თარიღდება და 19:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები