Aa Aa
20 სექტემბერი 2021  |  17:11

კალაძე: ''ძალიან მომწონს, რასაც ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს''

''მილანის'' ექს-მცველმა კახა კალაძემ ქართულ მედიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების განვლილი მატჩებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობის შესახებ ისაუბრა.

„ძალიან სამწუხარო იყო ის მარცხები, რაც ვნახეთ, თუმცა, ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო ის შესაძლებლობები, რაც ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა, რომ ევროპაზე მოხვედრილიყო. ძალიან წარმატებული საფეხბურთო თამაშები ჩაატარეს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არის აღმავლობა და დაღმავლობა. ძალიან სამწუხაროა ეს. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ძალიან მომწონს, რასაც ფედერაცია აკეთებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ყველაზე დიდი ნაკლებობაა დღეს ქართულ ფეხბურთში და ეს, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში, შედეგს გამოიღებს იმ თვალსაზრისით, რომ ფეხბურთით ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ითამაშონ ისეთ მოედნებზე, როგორიც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან კარგ და დიდ შედეგს მოიტანს“.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე თვეში ორი მატჩი ჩაატარა. სანიოლის გუნდი ბათუმში კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი ესპანეთთან გასვლით მატჩში 4 უპასუხო გოლი გაუშვა, რასაც ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთთან სოფიაში მარცხი მოჰყვა (4:1). საერთო ჯამში, გასულ სამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, FIFA-ს განახლებულ სანაკრებო რეიტინგში საქართველოს ნაკრები ხუთი საფეხურით დაქვეითდა, ვილი სანიოლის გუნდი 96-ე ადგილზეა.

საუკეთესო ასეულში საქართველოს ნაკრები მხოლოდ ლიბანს (97), ყირგიზეთს (98), პალესტინასა (99) და მადაგასკარს (100) ჩამორჩება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში