''ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა'' - კალაძე არველაძეზე
Aa
Aa

''ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა'' - კალაძე არველაძეზე

''მილანის'' ექს-ფეხბურთელმა კახა კალაძემ ქართულ მედიასთან შოთა არველაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით საქართველოს ეროვნული ნაკრების გაწვრთნა შოთა არველაძეს შესთავაზეს, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო.

„ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ თუ რაიმე გაგვაჩნია ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს? გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა''.

შეგახსენებთ, რომ არველაძე ბოლოს ტაშკენტის „ფახთაქორს“ წვრთნიდა და 2019 წლის სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო. 2020 წელს კი „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატსა და თასზე დუბლი შეასრულა. მან უზბეკური კლუბის 2020 წლის მიწურულს დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები