Aa Aa
20 სექტემბერი 2021  |  00:40

გამარჯვება 94-ე წუთზე - იკარდიმ პსჟ-ს მოაგებინა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეექვსე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „პარი სენ ჟერმენმა“ „ლიონს“ უმასპინძლა. მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.

პოჩეტინომ სუპერ შემტევი შემადგენლობა დააყენა. მინდორზე ერთდროულად დი მარია, ნეიმარი, მბაპე და მესი გამოჩნდნენ. პარიზელები, რა თქმა უნდა, ბევრს აქტიურობდნენ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში გულშემატკივრებმა შედარებით მოსაწყენი ფეხბურთი იხილეს, თუმცა 3 გოლი გავიდა. 54-ე წუთზე „ლიონი“ პაკეტამ დააწინაურა. ლეო მესიმ ჯარიმა შეასრულა და მისი დარტყმული კარის ხარიხას მოხვდა.

66-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა აქცია. აღსანიშნავია, რომ პოჩეტინომ ლეო 76-ე წუთზე მინდვრიდან გაიყვანა და მის ნაცვლად შეხვედრაში ჰაკიმი ჩართო. პსჟ ბევრს ცდილობდა და ეს ყველაფერი მათ 94-ე წუთზე დაუფასდათ. მაურო იკარდიმ "ლიონი" გატეხა და გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა.

სატურნირო მდგომარეობა

6 ტურის შემდეგ, პოჩეტინოს გუნდს 18 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.  მომავალ ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „მეცს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 22 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage