ახალი რეკორდი - ლევანდოვსკის მორიგი მიღწევა ბუნდესლიგაში
Aa
Aa

ახალი რეკორდი - ლევანდოვსკის მორიგი მიღწევა ბუნდესლიგაში

ბუნდესლიგის მორიგ ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ბოხუმს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 7:0 დაამარცხა. ერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმაც გაიტანა და ახალი რეკორდი დაამყარა.

პოლონელმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგაში, საშინაო მატჩებში ზედიზედ მეცამეტე მატჩში გაიტანა, რაც აბსოლუტური რეკორდია. მსგავსი შედეგი არასდროს არცერთ სხვა ფეხბურთელს არ ჰქონია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგის ეგიდით ლევანდოვსკიმ 5 მატჩში უკვე 7 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

ლევანდოვსკი „ბაიერნში“

რობერტი მიუნხენურ გრანდს 2014 წელს „დორტმუნდიდან“ შეუერთდა და „ბაიერნს“ იდეალურად მოერგო. 2014 წლიდან დღემდე, 33 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 336 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 305 გოლი გაიტანა და 65 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები