ახალგაზრდა, თუმცა პერსპექტიული - საქართველოს 18-წლამდე ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
Aa
Aa

ახალგაზრდა, თუმცა პერსპექტიული - საქართველოს 18-წლამდე ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გიორგი მიქაძეს ლაშა ფირცხალაიშვილი შეცვლის. 

როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს უკვე კარგად მოეხსენება, მიქაძემ საკლუბო საქმიანობაში გადაინაცვლა და სათავეში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდს, თელავს ჩაუდგა.

ლაშა ფირცხალაიშვილი კი ახალგაზრდაა, თუმცა თავის მხრივ, საკლუბო გამოცდილება მასაც აქვს  - 31 წლის სპეციალისტი სხვადასხვა დროს ასაკობრივი გუნდების გარდა მუშაობდა ვიტ ჯორჯიაში, რომელიც 2018 წელს რანგით უმაღლეს ლიგაში დააბრუნა, შემდეგ კი ბოლნისის სიონში, სადაც ასისტენტობას მთავარ მწვრთნელს უწევდა.

კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით კი საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი 2019 წლის ნოემბერში გამართა, ფინეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და ანგარიშით - 2-1 დაამარცხა. 

აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი მიქაძის გუნდიდან გოლები ნოდარ ლომინაძემ (53') და ზურაბ ერაძემ (74') გაიტანეს.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები