რეალმა, ბარსამ და ბილბაომ ლა ლიგასა და CVC-ს უჩივლეს
Aa
Aa

რეალმა, ბარსამ და ბილბაომ ლა ლიგასა და CVC-ს უჩივლეს

„რეალმა“, „ბარსელონამ“ და „ბილბაომ“ ლა ლიგისა და საინვესტიციო ფონდ CVC-ს შორის არსებული ხელშეკრულების მიმართ თავიანთი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და მორიგი განცხადება გაავრცელეს.

„ბარსელონა, ბილბაო და რეალი აცხადებენ საჩივარს 2021 წლის 12 აგვისტოს ლა ლიგის ასამბლეის მიერ მიღებულ შეთანხმებაზე, რომელიც ეხება ლიგასა და CVC-ის გარიგებას, რადგან ეს შეთანხმება დადგენილ წესებს არღვევს.

გადაწყვეტილება მიღებულია პროცედურის საშუალებით, რომელიც უაღრესად არასწორია და უპატივცემულობას ავლენს, ასევე მასში არის მინიმალური გარანტიები, მსგავსი მნიშვნელობისა და სიდიდის შეთანხმებიდან გამომდინარე“.

- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგამ ამ გარიგების სანაცვლოდ 2.7 მილიარდი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი 90% კლუბებს გადაეცემათ.

„რეალის“, „ბარსასა“ და „ბილბაოს წარმომადგენლები CVC-ის ლა ლიგაში ჩართვას არ ემხრობიან, რადგან მათ აქტივების 11%-ზე წვდომა ექნებათ, რაც ახალ სატელევიზიო და სარეკლამო კონტრაქტებს გამოიწვევს და ეს მათ გეგმებში არ შედის. გარდა ამისა, პარტნიორებთან კონსულტაციებიც აუცილებელია.

ხსენებული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში  „ბარსა“ 270 მილიონ ევროს მიიღებდა, „რეალი“ კი 261-ს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები